გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მოწმე და ფიგურანტი, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს.

სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა პირველ ჯერზე მზია ამაღლობელი პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის.

შეგახსენებთ, გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.