კოლექტიური მოკიჟინეები არიან მშიშრები. თქვენ ახლა გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი გისმენთ და მერე სიაში მოხვდებით პარლამენტში და ამით გინდათ, თავი მოაწონოთ. ისე გისმენთ თქვენ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანების წინ.
ამ სიტყვებით მიმართა რომან გოცირიძემ ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში. დღეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.