გორში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.