გორში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

გორში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

გორში, ვოლოგდის დასახლებაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეა.

კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.