გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.
კაცს სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს. ექიმის ცნობთ, დაჭრილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.