გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.