გორის მე-3 საჯარო სკოლაში ცეცხლი გაჩნდა - საჭირო გახდა ევაკუაცია

გორის მე-3 საჯარო სკოლაში ცეცხლი გაჩნდა - საჭირო გახდა ევაკუაცია

გორის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი დროებით შეფერხდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, ცეცხლი საპირფარეშოში ქაღალდებს წაეკიდა.

სკოლის დირექტორის, ვახტანგ სუხიტაშვილის განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობა სკოლის თანამშრომელმა მოახერხა, თუმცა პრევენციის მიზნით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.