
გორის ხელოვნების სახლის განცხადებით, სასამართლომ ხელოვნების სახლის შენობიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესს ხელოვნების სახლის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, რადგან მათ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჰქონდათ.
განცხადების თანახმად, ხელოვნების სახლის წარმომადგენლებმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
"სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 დეკემბერს ცალკე სასამართლო დავა დაიწყო სივრციდან ჩვენი გამოსახლების შესახებ!
სასამართლო სხდომა 6 მარტს ჩვენ გარეშე ჩატარდა, რადგან როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან ირკვევა, ორი თვის განმავლობაში – ვერც გორის მერიამ, ვერც სასამართლომ და ვერც პოლიციამ ვერ "გვიპოვა", რათა სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადმოეცათ.
შედეგად, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ, რომლის ჩასაბარებლადაც ჩვენი პოვნა აღარ აღმოჩნდა პრობლემა.
ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევა!
გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გელით 2 აპრილს, 15:00 საათზე იმის მოსასმენად, თუ როგორ ვერ იპოვა სასამართლომ ორი თვის მანძილზე განმავლობაში, რომელსაც ქალაქში ყველა იცნობს და კიდევ ერთი მიმდინარე დავა აქვს ამავე საკითხზე, სადაც კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა", - წერია განცხადებაში.