გუშინ, საღამოს გორი-კვარხეთის დამაკავშრებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა qartli.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.
ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.