
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
Interpressnews.ge-ის თანახმად, ვახტანგ გომელაური დაბარებულია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, ის გამოკითხვაზე 17:00 საათზე მივა.
2019 წლის აგვისტოში, ჩორჩანას ეპიზოდის დროს, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, მანამდე კი საგუშაგომდე მიმავალი გზა გაჰყავდათ, რომელიც სწორედ ჩორჩანას ტყეზე გადის. ამის შემდეგ, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.