ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა ბატონმა პრემიერმა, ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია - უმცირესობაც, უმრავლესობაც და ყველა. იცით ძალიან კარგად და ახლა ნუ გამომეკიდებით...
ასე აფასებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ-პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.