
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
ის გამოკითხვაზე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით არის დაბარებული. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განცხადებას გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს.
ასევე, თქვა, რომ "რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო, რა თქმა უნდა, არ უნდა გაკეთებულიყო [ჩორჩანაში გამშვები პუნქტი]".
2019 წლის აგვისტოში, ჩორჩანას ეპიზოდის დროს, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
***
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.
პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:
პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".