გმირთა მოედანზე პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა

გმირთა მოედანზე პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა

თბილისში, გმირთა მოედანზე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის წევრებმა გადაკეტეს, სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებები პოლიციამ მოდენის გათავისუფლების მიზნით დაიწყო.