გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მელია, კუპრავა, დოლიძე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მელია, კუპრავა, დოლიძე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ირაკლი კუპრავას 2 000-2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საუბარია 22 სექტემბერს გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე, როდესაც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, ენმ-ის დეპუტატები მის სახლთან შეიკრიბნენ, რა დროსაც ენმ-ის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს.

***

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. პოლიციამ დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით ენმ-ს სამი წევრი დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ეძგვერაძის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყეს.

უწყებამ გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.