გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ნიკა მელიას განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე სახლში ბრუნდებოდა.
"სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, მას შემდეგ, რაც ირაკლი ეძგვერაძე მობრუნდა სახლში, გლდანში, პირველ მიკრორაიონში, სადაც ის ცხოვრობს, იყო რამდენიმე მეგობართან ერთად და მას თავს დაესხა დაახლოებით 5-დან 60-მდე ხელკეტით შეიარაღებული ადამიანი, ე.წ. კანონიერი ქურდი შუკაკიძის ძმა, ვიღაც ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს. სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, ფაქტობრივად, სიკვდილისთვის გაიმეტეს", - ამბობს მელია.
ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მააჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ. მელიას თქმი, სწორედ ზარნაძემ მოუწყო ეძგვერაძეს პროვოკაცია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოტე ზარნაძემ მიმართა ენმ-ის დეპუტატებს და უთხრა, რომ შუღლს აღვივებენ საზოგადოებაში, რათა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. მან ამის მაგალითად სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა.
ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.