გლადკოვი: ბელგოროდში 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა

გლადკოვი: ბელგოროდში 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რეგიონში 15 სატვირთო სარკინიგზო ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

გლადკოვი ამბობს, რომ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მოგვიანებით გლადკოვმა Telegram-ში დაწერა, რომ წინასწარ მონაცემებით, სარკინიგზო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ვაგონები ცარიელი იყო.

***

ბელგოროდის ოლქში, ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. 20 მაისს, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".