პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვილდაძეზე თავდასხმა ივანიშვილის "ხელის ბიჭების" მიერაა ორგანიზებული და მიზანი ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს შექმნა და კრიტიკული აზრის ჩახშობაა.
"მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმ ძალადობრივი ქმედებებისა, რომლებიც ორგანიზებულია ხელისუფლებაში მყოფი ივანიშვილის “ხელის ბიჭების” მიერ და რომლის მიზანია - ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს შექმნა და კრიტიკული აზრის ჩახშობა.
ამავე დროს, ფიზიკური ანგარიშსწორება მედია საშუალების ერთ-ერთ დამფუძნებელზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ რუსებს არც პოლარიზაციის შემცირება ადარდებთ და არც პლურალისტური მედია გარემო.
ჩვენ გვესმის, რომ რაც უფრო მეტად დაემუქრება საფრთხე ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას, მით მეტად გაიზრდება ძალადობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გულწრფელად ებრძვიან არსებულ რეჟიმს.
სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს!
ქართული ოცნება - მოგი**ანთ პუტინი!", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.