ბრენდინგ სააგენტო More Studio-ს და "მილენიალ ჰაბის" წარმომადგენელი, გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2.5 წლიანი თანამშრომლების შემდეგ მისი და ვასკა ჩუბინიძის ბრენდინგ სააგენტომ ვისოლ ჯგუფთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა "ჩვენ და ყველა ჩვენი თანამოაზრე ერთ მხარეს დაგვტოვა, ვისოლ ჯგუფი კი მეორე."
"Ჩვენ როგორც ბრენდინგ სააგენტო, 2.5 წელი ვემსახურებოდით ვისოლ ჯგუფის ბრენდებს. Ჩვენი პროექტები იყო ვისოლის და სმარტის რებრენდინგი და მას შემდეგ მოვყვებოდით ამ ბრენდების აქტივაციის პროცესს. მალევე ორი ახალი კონტრაქტიც დაგვემატა, რაზეც ხშირად გაწვდიდით ხოლმე ინფორმაციას.
ამ პერიოდში ამ გუნდის ნაწილი გავხდით და ერთად ბევრი ისეთი მიღწევა გვქონდა, რომელიც ჩვენთვის სულ საამაყო იქნება. გამოცხადებული ნდობისთვის კი მუდამ მადლიერები ვიქნებით.
თუმცა ამ პოლარიზაციის კამპანიამ, სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა ჩვენი თანამოაზრე ერთ მხარეს დაგვტოვა, ვისოლ ჯგუფი კი მეორე, რაც ძალიან დასანანია.
ამიტომ 1 კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეწყვიტა ჩვენი მიმდინარე 4 კონტრაქტი ამ ჯგუფთან (აქედან 3 ყოველთვიური საკონსულტაციო მომსახურება: ვისოლი, სმარტი, ბიოგრაფი.)", - წერს ტაბატაძე სოციალურ ქსელში.