
ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.
"პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შ ი მ შ ი ლ ო ბ ა გამოაცხადა... დღეს 23 სექტემბრს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო...
პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას.
P.,s. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატუვისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ", - წერს ის.
გუშინ, 22 სექტემბერს წერეთელმა დაწერა, რომ ციხეშ მყოფ ჩიკვაიძეს მშობლებთან პირისიპირ შეხვედრა აუკრძალეს.
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს ივანიშვილის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 7 მაისს მიუსაჯა.
გამოძიება კომპანია ელთ ბილდინგის საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
11 მარტს, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.