გიორგი ჩიკვაიძე: სოსო რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზ.მაუწყებლის შენობაში მფარველობდა

გიორგი ჩიკვაიძე: სოსო რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზ.მაუწყებლის შენობაში მფარველობდა

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერს, რომ მის წინააღმდეგ საქმის "შეკერვაში" გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილთან ერთად, "არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს სოსო რამიშვილს".

ის ამბობს, რომ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა თუ აშშ-ში უკვე მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ქმნიდა და მფარველობა სოსო რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.

"ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება!

მიუხედავად იმისა რომ მე მკვლელმა მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე, რუსული ხელისუფლების მხილებას!

ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან გენ პროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს.

ჩვენი საქმის გამო რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ იცავთ კბილებით საზ. მაუს.

რამიშვილის უთხარით ვინმემ რომ ვერ უშველის თანამდებობის დატოვება!

ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემს საქმესთან ერთად, ამაზეც აგებთ პასუხს!", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.