![ტრამპი: სავარაუდოდ, მომავალ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/2983a39c-2eb6-4d0f-8308-a1ca015c8d86.jpg)
ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატი გახდა. მან ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელიც პრემიერმინისტრად დაინიშნა. ბარვენაშვილი პარლამენტის წევრად ცნობას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გიორგი ბარვენაშვილი ქართული ოცნების სიის 71-ე ნომერი იყო. ბარვენაშვილმა კომოს ტბაზე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს იმ დროს უმასპინძლა, როცა თბილისში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ხალხმრავალი აქციები იმართებოდა.