გიგაური კობახიძის განცხადებაზე: გამარჯვებაა სამოქალაქო სექტორის, ქართველი ამომრჩევლის

მათ [მთავრობას] არანაირი კანონიერი საფუძველი ჰქონდათ, რომ ჩვენთვის ეს სპეციალური სტატუსი მოენიჭებინათ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გადაწყვეტილება გასული იყო კონსტიტუციის ჩარჩოებიდანაც. გვიზღუდავდნენ, როგორც საუბარს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით, დამკირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მე ვიტყოდი, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებიც და ძალიან რთული იქნებოდა, არგუმენტებიც არ არსებობს, აეხსნათ რატომ შეგვიზღუდეს სადამკვირვებლო მისია. [..]

დაველოდოთ რას გადაწყვეტს ანტიკორუფციული ბიურო. ჩვენ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ფუნქციონირება, გვჭირდება მათი გადაწყვეტილება. ჩიხი არის ნამდვილად ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული სამოქალაქო სექტორის და პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის, რადგან ჩვენი სახით, კიდევ ერთი ორგანიზაცია იქნება და დაიცავს მათ ხმას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენ მართალ ბრძოლაში ვართ, ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში უშიშრად მისცენ ხმა, იმათ, ვისაც თვლიან საჭიროდ.

განაცხადა ფორმულას ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. ის კობახიძის განცხადებას გამოხმაურა, სადაც პრემიერმინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, თავის გადაწყვეტილებას გადახედოს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ.