რაც უფრო მეტი იქნება დაშინება და ტერორი, უფრო მეტი ადამიანი მოვა, ეს ლოგიკურია. ამ ხალხს არ აქვს არაფერი წაკითხული, წაკითხული რომ ჰქონდეთ წიგნები ავტორიტარიზმზე, წიგნები პოლიტიკაზე, მაშინ ეცოდინებათ, რომ რაც უფრო მეტი ტერორია, ეს იწვევს უფრო მეტ საპროტესტო რეაქციას.
ჩვენ ვართ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ვართ იმ პოეტის გამზირზე, რომელმაც გვითხრა: "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი", ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია. ჩვენ ვართ მგლების ქვეყანა, მოუთვინიერებელი ხალხი ვართ, დაუმორჩილებელი ხალხი ვართ, თავისუფალი ხალხი ვართ. ეს რომ ჰქონდეთ წაკითხული, მარტო რუსთაველი რომ ჰქონდეთ წაკითხული, ეყოფოდათ იმისთვის, რომ ის სისულელეები არ აკეთონ, რასაც აკეთებენ.
"გავათენოთ საქართველოსთვის" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.