ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილი "ოცნებამ მოიყვანა და პრეზიდენტად დასვა"

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილი "ოცნებამ მოიყვანა და პრეზიდენტად დასვა"

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულმა ოცნებამ "მოიყვანა და პრეზიდენტად დასვა".

მისი თქმით, იქამდე ზურაბიშვილი 1%-იანი იყო.

"მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. ქართულმა ოცნებამ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, ქართული ოცნების რეიტინგის დამსახურებით", - თქვა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბიშვილის ოპოზიციაში შესაძლო წასვლაზე კითხვას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამის არავის ეშინია.

"გვეტყობა ჩვენ, რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?" - განაცხადა მან.