ღარიბაშვილი: უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს

ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს - შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიშელმა დაწერა, რომ საქართველოში სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა დღეს იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე.