ღარიბაშვილი: ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, არ გვაქვს პოლიტიკური კონსულტაციები

უპირველეს ყოვლისა, აშშ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, ვინც რუსეთში ცხოვრობს დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მგონი ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან რამე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ. როგორც ვახსენე, ეს ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილია, ისევე როგორც ევროკავშირი და აშშ აკეთებს რუსეთთან მიმართებით.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ფორუმზე ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული გზავნილები გააკეთა.