ღარიბაშვილი: ოცნებამ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება - როგორ? ისწავლეთ გაკვეთილები

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი, ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა. ევროპა საიდან განვითარდა, გაბრწყინდა, ომები არ ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, აი ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკის გატარებით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ? ისწავლეთ გაკვეთილები

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.