გეგმა ისევ გეგმად რჩება. მინდა ავხსნა ჩემი სიტყვები: დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა, ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით; რომ მოხდეს ერთგვარი მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარ ძალების აღდგენა და კონტრშეტევების მომზადება. ასეთ გამოწვევად, ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე მოლდოვაც... საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა გადმოიტანონ ომი და შეეცადონ დესტაბილიზაციას, რჩება საფრთხედ.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბავილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.