ღარიბაშვილი ბანერებზე: ასეთ პროვოკაციებზე სერიოზულ ადამიანს სერიოზული კომენტარი ვერ ექნება

ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს უსუსურ, მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით, თავისი ენჯეოებით, დეგრადირებული, ამორალური ხალხით, არაფერი არ დარჩენია, გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაციები, რომლებზეც სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.