ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რასაც ჩვენმა მთავრობამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. გასულ წელს, ევროპულმა საბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. 1 წელზე მეტი გავიდა ამ ისტორიული მომენტიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით.
მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა.
სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში, ხორვატიის პრემიერმინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. [სინქრონული თარგმანი]