ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სტუდენტების აქციაზე 4 ევროპელი მინისტრის მისვლა "შეურაცხყოფა" იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ამას რა ჰქვია, თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. შეურაცხყოფაა, აბა რა არის [...] როცა გამოდიან და რაღაც ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს მიუღებელია. რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით, ეს უხეში ჩარევა და საერთოდ ყველაფრის დარღვევაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების მარშს შეუერთდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიტყვით მიმართეს.
მანამდე, 14 მაისს აქციაზე გერმანიის ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მივიდნენ.