ღამით რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ღამით რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"დაახლოებით 2:30 საათზე, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - 57 წლის კაცი და 54 წლის ქალი. დაშავებულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.