ღამით რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

ღამით რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სოლომენსკის რაიონში რუსული დრონების განადგურებულმა ნარჩენებმა საცხოვრებელ კორპუსსა და სავაჭრო ცენტრში ხანძარი გააჩინა.

კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.