ღამის დრონული იერიში ოდესაზე: 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

ღამის დრონული იერიში ოდესაზე: 1 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა

20 ივნისის ღამეს რუსეთმა მასირებული დრონული იერიში მიიტანა ოდესაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ინფორმაციას ოდესის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

„თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 14 კი დაშავდა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით. დაშავებულებს შორის არიან სამი მეხანძრე-მაშველიც. ამ დროისთვის დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ თავდასხმისას სულ მცირე 10 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. დაზიანებულია ოდესის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.