
ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით. ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკების მიმართულებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი წლის ბავშვი. ინფორმაციას ავრცელებს ჩერნიგოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი.
მისი თქმით, თავდასხმაში, წინასწარი მონაცემებით, მონაწილე იყო მინიმუმ ექვსი მტრული დრონი, რომლებმაც საცხოვრებელ რაიონებს დაარტყეს. დაღუპულები ნანგრევებში აღმოაჩინეს. დაშავებულთა რაოდენობა – ექვსია, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამავე ღამით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვის სლობოდსკოის რაიონზე. დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, დაშავდა სულ მცირე 18 ადამიანი. დაზიანებულია მჭიდროდ დასახლებული უბნები, დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.