გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით, პისტორიუსი შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აღნიშნული ვიზიტი უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება იქნება.
ამასთან, შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება იქნება.