
გერმანიის საელჩო ბათუმში 18 მაისს მომხდარ ინციდენტს ფორმულასთან ეხმაურება. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა ბათუმში საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საელჩომ ფორმულას განუცხადა, რომ ინციდენტს შეესწრნენ ადგილობრივები, რომლებმაც "ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს" და ქოჩიაშვილი ადგილიდან განარიდეს.
"საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - უპასუხეს ფორმულას გერმანიის საელჩოში.