
ხვალ, 23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩეველთა უკმაყოფილება მიგრაციისა და ცხოვრების ღირებულებების ზრდასთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის მთავარ თემებად იქცა.
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეიტინგი წინასწარი გამოკითხვის შედეგებით ასე ნაწილდება:
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი - 29%;
ალტერნატივა გერმანიისთვის - 20.6%;
სოციალ-დემოკრატიული პარტია - 15.5%;
მწვანეები - 12.9%;
მემარცხენეები - 7.2%;
BSW - 4.5%;
თავისუფალი დემოკრატები - 5.3%.
ბუნდესტაგმა (გერმანიის პარლამენტმა) კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.
BBC წერს, რომ გერმანიის კონკურენტი პოლიტიკური ლიდერები ხმების მოსაპოვებლად ბრძოლას ბოლო წუთამდე გააგრძელებენ, რაც გამოხატავს 23 თებერვალს ჩატარებული არჩევნების გადამწყვეტ ხასიათს, არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისთვის.
გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მისივე ხელმძღვანელობით ევროპაზე პასუხისმგებლობას აიღებს და პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაამარცხებს.
გამოკითხვის მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია პირველ ადგილზეა.
2025 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე Fox News-მა სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომლის ლიდერიც ალის ვაიდელია, ამომრჩეველთა უკმაყოფილებას იმიგრაციასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ კამპანიაში იყენებს.
სიუჟეტის მიხედვით, ალის ვაიდელის პარტია შიდაუსაფრთხოების სამსახურის დაკვირვების ქვეშაა, როგორც შესაძლო ექსტრემისტული ორგანიზაცია.
ბოლო დროს გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმებმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე დებატები კიდევ უფრო გაამწვავა.
ამასთან, ანალიტიკოსი, სარა ვაგნერი Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მთავარი თემა იმიგრაციაა.
Fow News-ის რეპორტაჟში საუბარია გერმანიის ამჟამინდელ კანცლერზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ოლაფ შოლცზე, რომელიც ბიუჯეტის შესავსებად და უკრაინის დაფინანსებისთვის ვალის გაზრდას გეგმავს.
შოლცის ამ კამპანიას, მერცი, რომელიც გამოკითხვების მიხედვით, 29%-ით ლიდერობს, ეწინააღმდეგება.
ამასთან, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ოლაფ შოლცის პარტიასთან ადრე კოალიციაში მყოფი კანდიდატები, როგორიცაა მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები.