გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის კაცი რუს თანამზრახველთან ერთად ქალაქ ჰამბურგში პარფიუმერიის მაღაზიაში აიყვანეს.
მათ დაახლოებით 700 ევროს ღირებულების პროდუქცია, ძირითადად, სუნამოები და სახის მოვლის საშუალებები მოიპარეს. ქურდები მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა იმ დროს შენიშნა, როდესაც ისინი ძვირადღირებული პროდუქციის დამალვას ქურთუკის ჯიბეში ცდილობდნენ.
დაცვამ დამნაშავეები ადგილზე დააკავა და პოლიციას გადასცა. ქურდობისთვის და გერმანიაში უნებართვო ყოფნის გამო საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.