გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - დაშავდა 15 ადამიანი

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - დაშავდა 15 ადამიანი

ლუდვიგსჰაფენში, კომპანია BASF-ის უდიდეს ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ქარხნის 15 თანამშრომელი.

როგორც ცნობილია, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

აფეთქება შენობის სამხრეთ ნაწილში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

გერმანული მედიის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდრებულია და მიმდინარეობს მიზეზების დადგენა.

ადგილზე მუშაობენ გარემოსდაცვითი ინსპექციის წარმომადგენლები.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, დახურონ ფანჯრები და კარები, შეეცადონ გამორთონ ვენტილაცია და კონდიციონერი. ასევე, რეკომენდაციაა, მოქალაქეები მოერიდონ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნას.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ კვამლი მოქალაქეებისთვის საფრთხისშემცველი არაა.