არსებული ცნობებით, რუსთაველზე აქტივისტი საბა კორძაია დააკავეს

არსებული ცნობებით, რუსთაველზე აქტივისტი საბა კორძაია დააკავეს

არსებული ცნობებით, რუსთაველის გამზირზე აქტივისტი საბა კორძაია დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატები და აქტივისტები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აიყვანეს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით უკვე 18 ადამიანია დაკავებული. მანამდე დააკავეს "ეროვნული კრების" წევრები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე