გერმანიაში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გერმანული პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა მიმდინარე წლის სექტემბერში, ქალაქ ბრემენში მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი მოკლულის გარემოცვიდან იყო. მოსამართლემ მისი დაკავების ორდერი 8 ოქტომბერს გასცა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.