გერმანული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინას მეორე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი IRIS-T გადასცა.
გამოცემის ცნობით, IRIS-T-ის კომპლექსისა და 16 რაკეტის უკრაინაში გადატანა რამდენიმე დღის წინ, დაახლეობით 16 აპრილს მოხდა. პირველი IRIS-T უკრაინას გასული წლის ოქტომბერში გადაეცა.
გერმანია უკრაინას დაჰპირდა, რომ ოთხ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიგზავნება გერმანიის მთავრობის მიერ დაპირებული კიდევ ორი IRIS-T სისტემა უკრაინაში.
გამოცემა წერს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისგან.