Reuters-ის წყაროს თანახმად, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს. კერძოდ, მომდევნო წელს გერმანია უკრაინას $8.5 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
გერმანიის პარლამენტი, სადაც უმრავლეობას კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიცია წარმოადგენს, წინადადებას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს, შესაბამისად, შემდეგ წელს გერმანიის თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 2.1% იქნება, რაც NATO-ს მოთხოვნაზე მეტია - ალიანსი განსაზღვარს, რომ ხარჯი 2% უნდა იყოს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ბუნდესტაგის კომიტეტში საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და მან დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ თუ "ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომ მარტო არ დატოვებენ". მისივე განცხადებით, ნაბიჯი, შეთანხმების შემთხვევაში, ნიშნავს, რომ წლიური ბიუჯეტის გამოყოფა საკმარისი იქნება მთელი წლის განმავლობაში.