
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რომში, "უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე" განაცხადა, რომ ბერლინი მზადაა აშშ-სგან Patriot სისტემები შეიძინოს და შემდეგ ისინი უკრაინას გადასცეს.
"ჩვენ ასევე მზად ვართ შევიძინოთ დამატებითი Patriot-ის სისტემები აშშ-სგან, რათა ისინი ხელმისაწვდომი გავხადოთ უკრაინისთვის", - განაცხადა მან.
მერცმა თქვა, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს უკვე სთხოვა მიეწოდებინა აღნიშნული სისტემები უკრაინისთვის.
თუმცა გერმანიის კანცლერმა ასევე დასძინა, რომ თეთრ სახლში ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, განხორციელდება თუ არა Patriot სისტემების მიწოდება.