გერმანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა იორდანიაში ვიზიტისას გაავრცელა.

მისივე განცხადებით, ბერლინი გეგმას ღაზის სექტორში სამედიცინო ჯგუფის გაგზავნას.

იორდანიაში სტუმრობის შემდეგ, ბერბოკი ლიბანსა და ისრაელს ეწვევა. მისი თქმით, მიზანი "ურყევი სოლიდარობა" და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების მიწოდებაა.

"ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო პალესტინელ დედებს, მამებსა და შვილებს", - თქვა ანალენა ბერბოკმა, იორდანიის საგარეო მინისტრთან, აიმან საფადისთან შეხვედრისას.

რეგიონში გამგზავრებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და ამავდროულად ადანაშაულებდა ჰამასის მებრძოლებს ღაზის სექტორის მოსახლეობის "ცოცხალ ფარად" გამოყენებაში.