გენშტაბი: უკრაინელები მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

გენშტაბი: უკრაინელები მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"უკრაინელი დამცველები წარმატებით მიიწევენ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში - მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში.

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ლიმანის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 226 170 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.