გენერალი ყურაშვილი რიჟვაძეზე: ეს არის რუსული განცხადება, რუსული ხელისუფლება

ჩვენთვის გასაგებია, რომ ის [თორნიკე რიჟვაძე] არის დეზერტირი. მაშინ [2008 წელს] 19 წლის იყო, მაგრამ მაინტერესებს სად იყო მამამისი. ჩვენ როგორც ვიცით, ბატონი დავითი იყო ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი, შესაბამისად, იყო ოფიცერი და სად იყო 2008 წელს და თუ ეთანხმება დეზერტირი შვილის განცხადებას?

ეს ყველაფერი იმისკენაა მოწოდებული, რომ აგრესიის შემთხვევაში თუ ფაშისტური ძალები გაბედავს საზღვრის გადმოკვეთას და კიდევ დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა არც კი გაიფიქრონ პასუხის გაცემა...

არასდროს ასეთი განცხადებები არ ყოფილა. ეს არის რუსული განცხადება, რუსული ხელისუფლება და თუ ვინმე არ ეთანხმება ამას რუსული ოცნებიდან, შეუძლიათ, გამოვიდნენ და დაგმონ

ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა გენერალმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების შტაბის ყოფილ უფროსმა მამუკა ყურაშვილმა თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე, რომ 2008 წელს საქართველომ ომი "ლაჩრულად წააგო".