გენერალი მილი: უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევა და მათ აქვთ სტაბილური პროგრესი

გენერალი მილი: უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევა და მათ აქვთ სტაბილური პროგრესი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაში სტაბილური პროგრესი აქვს.

ამის შესახებ გენერალმა მარკ მილიმ NATO-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მილის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, მაგრამ, მილის თქმით, ეს სასტიკი ბრძოლა იქნება, რომელსაც მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.

"ძალიან ადრეა იმის ვარაუდი, რა დრო დასჭირდება ამ მასშტაბის ოპერაციას. რამდენიმე ასეული ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. უკრაინამ დაიწყო თავისი შეტევა და მათ აქვთ სტაბილური პროგრესი. ეს ძალიან რთული ბრძოლაა, ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა და სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დროს წაიღებს და დიდი ფასი ექნება" - განაცხადა მარკ მილიმ.