"გელოდებით ყველას!" - ჯგუფი დაიტოვე დღეს მსვლელობას გამართავს

"გელოდებით ყველას!" - ჯგუფი დაიტოვე დღეს მსვლელობას გამართავს

დღეს, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი დაიტოვე მსვლელობას გამართავს. მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

"ვიკრიბებით დაიტოვეს მსვლელობისთვის! ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

მიგვაჩნია, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გელოდებით ყველას კვირას!", - წერია ჯგუფში, რომელშიც 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

დაიტოვეს ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.